გიორგი ქობულია - ჩემი სახლის ქურდობამდე ბევრად ადრე მივიღე მინიშნება, რომ უნდა გადავმდგარიყავი
გიორგი ქობულია - ჩემი სახლის ქურდობამდე ბევრად ადრე მივიღე მინიშნება, რომ უნდა გადავმდგარიყავი

ჩემი სახლის ქურდობამდე ბევრად ადრე მივიღე მინიშნება, რომ უნდა გადავმდგარიყავი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც კითხვით დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მიმართა.

დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა, მისი სახლის ქურდობა იყო თუ რა მინიშნება, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევდა.

ამასთან, გამოსვლისას ქობულიამ განაცხადა, რომ „უცხო სხეულს“ უწოდებდნენ. კითხვაზე – ვინ, ქობულიამ უპასუხა, რომ  – არა ერთი.