გიორგი ქალდანი ევროპის პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ზურაბიანმა და მიღრიჯანაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
როტერდამში დღეს სტარტი აიღო ევროპის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებმა. ტურნირის პირველივე დღეს პარა ძიუდოისტი გიორგი ქალდანი (J2-73კგ) პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველი პარა ძიუდოისტები ზურაბ ზურაბიანი და ნუკრი მიღრიჯანაშვილი (J2-60კგ) კი ბრინაჯოს მედლებს დაეუფლნენ.
პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები შეჯიბრზე პარასოპორტის ოთხ სახეობაში (პარა ძიუდო, პარა სროლა, პარა მშვილდოსნობა და პარა ტაეკვონდო) 27 პარაათლეტით არის წარმოდგენილი.