გიორგი პაპუნაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია #1TVSPORT
გიორგი პაპუნაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახურმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი პაპუნაშვილი გუნდის წვერი გახდა.

„გიორგი პაპუნაშვილი ტორპედოელია. 26 წლის ნახევარმცველი გუნდს მალე თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. წარმატები ვუსურვოთ გიორგის შავთეთრების რიგებში“ – ვკითხულობთ „ტორპედოს“ პრესსამსახურის განცხადებაში.

გიორგი პაპუნაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია და კარიერა ამ კლუბში დაიწყო. შემდეგ ითამაშა ბრემენისვერდერის“ დუბლშემადგენლობაში. ასევე გამოდიოდა „რეალ სარაგოსაში“, სანტანდერისრასინგში“ და კვიპროსში ლიმასოლის „აპოლონის“ ღირსებას იცავდა.

კვიპროსული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა და მისი მენეჯერის თქმით, რამდენიმე ევროპული ქვეყნის გუნდში იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ, კარიერის საქართველოში გაგრძელება გადაწყვიტა.