ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახურმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი პაპუნაშვილი გუნდის წვერი გახდა.
„გიორგი პაპუნაშვილი ტორპედოელია. 26 წლის ნახევარმცველი გუნდს მალე თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. წარმატები ვუსურვოთ გიორგის შავთეთრების რიგებში“ – ვკითხულობთ „ტორპედოს“ პრესსამსახურის განცხადებაში.
გიორგი პაპუნაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია და კარიერა ამ კლუბში დაიწყო. შემდეგ ითამაშა ბრემენის „ვერდერის“ დუბლშემადგენლობაში. ასევე გამოდიოდა „რეალ სარაგოსაში“, სანტანდერის „რასინგში“ და კვიპროსში ლიმასოლის „აპოლონის“ ღირსებას იცავდა.
კვიპროსული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა და მისი მენეჯერის თქმით, რამდენიმე ევროპული ქვეყნის გუნდში იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ, კარიერის საქართველოში გაგრძელება გადაწყვიტა.