გიორგი პაპავა „ფახთაქორში“ ითამაშებს #1TVSPORT 
გიორგი პაპავა „ფახთაქორში“ ითამაშებს #1TVSPORT 

გიორგი პაპავა ტაშკენტის „ფახთაქორში“ ითამაშებს, – ინფორმაციას უზბეკეთის ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი პაპავა „ფახთაქორში“ გადავიდა. ქართველი ნახევარმცველი კარიერას ტაშკენტის კლუბში გააგრძელებს. გვჯერა, რომ გიორგი ღირსეულ წვლილს შეიტანს „ფახთაქორის“ გამარჯვებაში“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

კარიერის განმავლობაში პაპავა თამაშობდა „დინამო თბილისში“, ასევე „დილასა“ და „რუსთავში“, კვიპროსულ „ნეა სალამინასა“ და უზბეკურ „ალმალიკში“.

უმაღლეს ლიგებში ჩატარებულ 242 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო ევროთასზე 19 მატჩში – 1 გოლი. კაპიტნის რანგში 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 2-ჯერ – საქართველოს თასის გამარჯვებული, ერთხელ – სუპერთასის მფლობელი. იყო საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების (3 მატჩი) საყრდენი ნახევარმცველი.