გიორგი ოვაშვილის ფილმი "ხიბულა" საქართველოს კინოთეატრებში 23 ნოემბრიდან გამოჩნდება
გიორგი ოვაშვილის ფილმი "ხიბულა" საქართველოს კინოთეატრებში 23 ნოემბრიდან გამოჩნდება

23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარი, “ხიბულა” გამოჩნდება. “ხიბულა” დრამაა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ასახავს.

ფილმი რეჟისორის ტრილოგიის ბოლო ნაწილია. პირველი ფილმი, “გაღმა ნაპირი” გიორგი ოვაშვილმა 2009 წელს გადაიღო, ხოლო მეორე, “სიმინდის კუნძული” – 2014 წელს.

ზვიად გამსახურდიას როლს ფილმში ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს.

“ხიბულას” პრემიერა კარლოვი-ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

დატოვე კომენტარი