გიორგი ნიქაბაძემ „სამგურალთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
გიორგი ნიქაბაძემ „სამგურალთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT

გიორგი ნიქაბაძე წყალტუბოს „სამგურალის“ ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავს. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

31 წლის ფორვარდმა კლუბთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორგი ნიქაბაძე „სამგურალში“ ზაფხულში, მესამე წრის დაწყების წინ, მივიდა და 18 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

განსაკუთრებით წარმატებით ნიქაბაძემ ბოლო ტურებში ითამაშა. მან ზედიზედ სამ შეხვედრაში გამოიჩინა თავი და მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო – ქუთაისის „ტორპედოსთან“ (2), ბათუმისა და თბილისის „დინამოსთან“ მატჩებში.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ლიგამ ნოემბერ-დეკემბრის 5 საუკეთესო გოლი გამოავლინა, რომელთა შორის ერთ-ერთი ნიქაბაძის მიერ ბათუმის ,,დინამოს” კარში გატანილი გოლი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „სამგურალმა” ასევე თედო კიკაბიძესთან გაახანგრძლივა კონტრაქტი – კაპიტანი კლუბში კიდევ ორი წლით დარჩება.