გიორგი ნემსაძე უელსურ “ოსფრეიზში” ითამაშებს

13:41, 23.03.2018
14.11.17 - Georgia Rugby Training - Giorgi Nemsadze poses for a portrait during training.

14.11.17 - Georgia Rugby Training - Giorgi Nemsadze poses for a portrait during training.

უელსურმა კლუბმა “ოსფრეიზმა” გიორგი ნემსაძესთან მოკლე ვადიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

https://www.facebook.com/ospreysrugby/photos/pb.73096267841.-2207520000.1521797678./10155585756117842/?type=3&theater

 

“ოსფრეიზის” ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, გამოცდილ გიორგი ნემსაძეს კარგად შეუძლია, როგორც მეორე, ასევე მესამე ხაზში თამაში.

დენ გრიფითი (მთავარი მწვრთნელი, “ოსფრეიზი”):

“გიორგი ჩვენს შემადგენლობას სიღრმეს და გამოცდილებას შემატებს. ის ფიზიკურად ძლიერი და აგრესიულია, რაც ქართველი მორკინალისგან მოსალოდნელია. მისი ქვეყნის წარმატება საერთაშორისო არენაზე დიდწილად შერკინების დამსახურებაა.

ის იმ ნაკრების კაპიტანია, რომელშიც ბევრი უმაღლესი დონის მორაგბე თამაშობს, ასე რომ მას აქვს ლიდერის თვისებები, რომლებიც ჩვენს კლუბს გამოადგება.”

გიორგი ნემსაძე საქართველოს ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს, მის ანგარიშზე 81 სანაკრებო კეპი და 13 ლელოა.

საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი მან საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში გაატარა, ხოლო 2016 წლიდან ინგლისურ “ბრისტოლში” თამაშობდა.

მსგავსი