გიორგი მუმლაძე - ნიკა მელიას გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას პარტიასთან კოალიციაში შევიდა, ეს სამარცხვინო ფაქტია
გიორგი მუმლაძე - ნიკა მელიას გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას პარტიასთან კოალიციაში შევიდა, ეს სამარცხვინო ფაქტია

ნიკა მელიას გადაწყვეტილებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2022 წელს ადგილობრივ დონეზე რამდენიმე ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას პარტიასთან კოალიციაში შევიდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სამარცხვინო ფაქტია.

„მგონი, ახლა ეს არავისთვის არაა უცხო. 20 ივნისის მომწყობ ადამიანთან მსგავსი პოლიტიკური აქტის განხორციელება სამარცხვინო ფაქტია. ესაა ხალხი, რომელმაც პირდაპირ გაგვიმეტა სასიკვდილოდ, მოკლა ია კერძაია. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ დაერქვას სახელი – ბიძინა ივანიშვილის საქმის შემსრულებელი რუსი გიორგი გახარია, ამის ნაცვლად ნებისმიერი პოლიტიკური ალიანსი იყო კატასტროფა და ჩვენს ამომრჩევლებში მიუღებელი“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.