გიორგი მუჯარიძე ბირთვის კვრაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული და ახალი რეკორდის ავტორია
გორელი მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა) ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული და ახალი რეკორდის ავტორია.
სლოვაკეთში გამართულ 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მუჯარიძემ ბირთვი 20, 27 მ–ზე კრა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მუჯარიძის შედეგი ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპაში საუკეთესოა.