გიორგი მსხილაძე - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით არსად არ არის ჩანაწერი, რომ ვინმესთან წინასწარი კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც კონსტიტუციურად იყო დაკისრებული
გიორგი მსხილაძე - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით არსად არ არის ჩანაწერი, რომ ვინმესთან წინასწარი კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც კონსტიტუციურად იყო დაკისრებული

პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც კონსტიტუციურად იყო დაკისრებული და პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარმოუდგინა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით არ არსებობს ჩანაწერი, რომ ვინმესთან წინასწარი კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს.

„კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. შერჩეულია ორი კვალიფიციური კანდიდატი, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. ველოდებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მათი კანდიდატურების განხილვას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კომიტეტები. კონსტიტუციაში არსებობს დათქმები, სადაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით მართლაც არის წინასწარი კონსულტაციები. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, არსად არ არის ჩანაწერი, რომ ვინმესთან წინასწარი კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს. პრეზიდენტი შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს წარუდგენს. შესაბამისად, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც კონსტიტუციურად იყო დაკისრებული და პარლამენტს კანდიდატები წარმოუდგინა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.