გიორგი მოისწრაფიშვილი - „ასტანასთან“ რთული თამაში გველოდება, მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია #1TVSPORT
გიორგი მოისწრაფიშვილი - „ასტანასთან“ რთული თამაში გველოდება, მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა „ასტანასთან“ მატჩამდე საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა.

„რთული თამაში გველოდება და ეს პირველ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. ამაში კი გულშემატკივრის დახმარება გვჭირდება. ამიტომ მივმართავ მათ – მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ „ასტანა“, – ამბობს გიორგი მოისწრაფიშვილი.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 21 წლის ნახევარმცველი „დინამოს“ იმიტომ ვერ დაეხმარა, რომ სათამაშოდ მზად არ იყო. ახლა მან ივარჯიშა და, დიდი ალბათობით, გუნდს განმეორებით შეხვედრაში დაეხმარება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ყაზახეთის დედაქალაქში „ასტანასა“ და „დინამო თბილისს“ შორის 1:1 დასრულდა. საპასუხო თამაში 19 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.