ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა.
მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 72-ე წუთზე კი „ვილიარეალის“ მწვრთნელმა იგი შეცვალა.
„ვილიარეალმა“ ანგარიშის გახსნა 77-ე წუთზე მოახერხა. „ატლეტიკის“ საჯარიმოში არეულობით ალბერტო მოლეირომ ისარგებლა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა.
7 ტურის შემდეგ მოპოვებული 16 ქულით „ვილიარეალი“ „ბარსელონასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს.