გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემით „ვილირეალმა“ სტუმრად „სევილია“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემით „ვილირეალმა“ სტუმრად „სევილია“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში „სევილიას“ ესტუმრა და ქართველის დახმარებით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

ლა ლიგის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თავდაპირველად სათადარიგო ფეხბურთელთა შორის იყო. „ვილიარეალი“ ბოლო 10 დღეში მეოთხე მატჩს ატარებდა, 27 სექტემბერს კი გუნდს ბილბაოს „ატლეტიკთან“ დაპირისპირება ელის, რის გამოც მწვრთნელმა ქართველ ლეგიონერს დასვენების საშუალება მისცა.

მიქაუტაძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და შესანიშნავი თამაშით „ვილიარეალს“ გამარჯვება მოუტანა. 86-ე წუთზე ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ორი მცველი ჩამოიშორა და საჯარიმოსთან მისულმა კარის წინ გათავისუფლებულ მანორ სოლომონს გადააწოდა, რომელმაც გოლი გაიტანა.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ „ვილიარეალმა“ 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, 3 შეხვედრაში მან ერთი გოლი გაიტანა და ახლა უკვე საგოლე გადაცემაც მიითვალა.