გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ბაიერნთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ბაიერნთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გერმანულ გრანდთან, მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ „ლიონის“ პირველი თავდამსხმელი გახდა, ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 82-ე წუთზე შეცვალეს.

ანგარიში ოლისემ 53-ე წუთზე გახსნა, რომელმაც მალე (62) დუბლი შეასრულა და გერმანული გრანდი კომფორტული უპირატესობით დააწინაურა. ანგარიში კი 83-ე წუთზე გომესმა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.