გიორგი მიქაუტაძის გოლით „ვილიარეალმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ და „ვილიარეალის“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა – 3:1.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის დაპირისპირებაში ანგარიში „ნაპოლიმ“ მე-8 წუთზე რაჰმანის დარტყმით გახსნა, მაგრამ მიქაუტაძემ (23 წუთზე) ბურთი ჩაჭრა და წონასწორობა აღადგინა. სამ წუთში მასპინძლები მოურინიომ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში ოლივასეიმ 86-ე წუთზე დააფიქისრა.
მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ორ შეხვედრაში ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.