გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს #1TVSPORT

საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფესიული ასოციაციის (UNFP) ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ტერიერმა საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელს, ​გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცა.

„ვულოცავთ „მეცის“ ქართველ ფორვარდს ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს. მიქაუტაძეს პრიზი ჩვენი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ტერიერმა გადასცა, რომელიც 1997 წლამდე „მეცში“ თამაშობდა“, – წერს UNFP-ის ოფიციალური გვერდი.

საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფესიული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ლიგა 2-ის გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და გულშემატკივრები მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა მარტში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელი ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაასახელეს – პირველად გიორგი საუკეთესოდ აგვისტოში აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერობს – გიორგიმ მიმდინარე სეზონში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.