გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალს“ „ლევანტესთან“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

23:45, 05.08.2026

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ამხანაგურ შეხვედრაში „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო, რაშიც დიდი როლი ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა.

საქართელოს ნაკრების შემტევი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა და შვიდ წუთში გოლის გატანაში მთავარი როლი ითამაშა – მისი გადაცემით კი თავი ლოგან კოსტამ გამოიჩინა.

„ვილიარეალი“ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 8 აგვისტოს „გალათასარაისთან“ გამართავს, 16 აგვისტოს კი ლა ლიგის სეზონს გიორგი გულიაშვილის სანტანდერისრასინგთან“ გასვლითი დაპირისპირებით გახსნის.

მსგავსი