გიორგი მიქაუტაძემ ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა – ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ვილი სანიოლის წასვლას გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა, რომელმაც „ჯვაროსნების“ ფორმა სწორედ ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობის პერიოდში მოირგო:
„მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გადმოგვეცით და იმ მომენტებისთვის, რომლებიც ერთად გავიარეთ. გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდესი ემოციები და, რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მადლობა იმ ძალისთვის, რომელიც მოგვეცით.
თქვენი წყალობით გავიზარდეთ, საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ფურცლები.
მოედნის მიღმა კი ყველაზე მეტად იმ ადამიანურ ურთიერთობებს, რჩევებსა და ყველაფერ იმას ვაფასებ, რაც ამ წლების განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ.
ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად. მადლობა ყველაფრისთვის“, – ამბობს მიქაუტაძე.
ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 58-ჯერ უხელმძღვანელა. მის პოზიციას რამაზ სვანაძე დაიკავებს.