გიორგი მიქაუტაძემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ატლეტიკოსთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

21:31, 23.08.2026

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. მოედნიდან გასვლამდე ერთი წუთით ადრე კი პენალტი მოიპოვა, რასაც მასპინძელთა მცველის, ლე ნორმანის გაძევება მოჰყვა.

თერთმეტმეტრიანი დარტყმა მიქაუტაძემ უნაკლოდ შეასრულა და „ვილიარეალი დააწინაურა, მაგრამ 10 მოთამაშით დარჩენილმა „ატლეტიკომ“ სიმეონეს გოლით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომლის  ანგარიშზე ლა ლიგის ახალ სეზონში ჩატარებულ ორ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემაა.

მსგავსი