გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრები სომხეთში 2:0 დააწინაურა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს უკვე 2:0-ს ამარცხებს.

მატჩის 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა. ოთხ წუთში კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. საგოლე გადაცემა გიორგი მამარდაშვილმა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფი ორმატჩიანია, განმეორებითი შეხვედრა თბილისში 23 მარტს გაიმართება.