გიორგი მიქაუტაძემ მადრიდში ემიგრანტების საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა #1TVSPORT
მადრიდში გიორგი მიქაუტაძე ქართველ ემიგრანტებს ესტუმრა და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, აბრაამის კურთხევით გაიმართა.
საქართველოს ნაკრების და ლა ლიგის „ვილიარეალის“ ბომბარდირმა ავტოგრაფი დატოვა აქციის დროს შეძენილ ყველა მაისურზე, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა საქართველოში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდება.
„ჯვაროსნების“ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ ემიგრანტებს პირველად საქველმოქმედო აქციაში პარიზშიც შეხვდა. მომავალში კი სტუმრობას ბარსელონაში აპირებს.