გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატში „სოსიედადს“ გაუტანა და გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. მისი „ვილიარეალი“ „რეალ სოსიედადს“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს ამარცხებს.
სამიდან ორ გოლში უშუალოდ მონაწილეობდა მიქაუტაძე: მე-15 წუთზე მან ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 23-ე წუთზე მისი პასით პეპემ გაიტანა.