გიორგი მიქაუტაძემ „ეინდჰოვენთან“ ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ბურთი გაიტანა და „ვილიარეალს“ ნიდერლანდური გრანდის, „ეინდჰოვენის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისა და ესპანური გუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ეს მეორე მატჩი იყო. პირველში „ვილიარეალი“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ 0:2 დამარცხდა – მიქაუტაძემ პორტუგალიელებთან 45 წუთი ითამაშა.
ქართველმა თავდამსხმელმა პსვ-სთან მოედანზე 71 წუთი გაატარა და საუკეთესო შეფასება (8,3 ქულა) დაიმსახურა – მიქაუტაძემ პირველ ტაიმში ოთხი რეალური მომენტი შექმნა, 66-ე წუთზე კი ანგარიში გახსნა.
მოსამზადებელ ეტაპზე „ვილიარეალი“ იტალიაში გაემგზავრება და „კომოს თასზე“ მორიგ მატჩებს გამართავს – 29 ივლისს საუდის არაბეთის „ალ ულას“ დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ – მასპინძელ „კომოს“.