გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ შეხვედრაში „გალათასარაის“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა „გალათასარაისთან“ გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 72 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
ანგარიში ესპანელებმა მე-3 წუთზე პერესის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. მართალია, მე-5 წუთზე ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 41-ე წუთზე მიქაუტაძემ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ეს „ვილიარეალისთვის“ მოსამზადებელ ეტაპზე გამართული ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო. 16 აგვისტოს მიქაუტაძის გუნდი ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად სანტანდერის „რასინგს“ დაუპირისპირდება.