გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში „ხეტაფესაც“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანურ „ხეტაფეს“ გაუტანა და „ლიონს“ თამაში მოაგებინა – 2:1.
ეს „ლიონისთვის“ სეზონის განახლებამდე ბოლო ტესტმატჩი იყო. მიქაუტაძემ შეხვედრა ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 24-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა – მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას დაასწრო და ანგარიში მაინც გახსნა.
ესპანელებმა 15 წუთში მილას ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმში „ხეტაფე“ კაცნაკლული დარჩა, „ლიონმა“ კი რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა და მეიტლანდ-ნილსმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ლიონი“ 15 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსს“ ესტუმრებიან.