გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში „ჰამბურგს“ გაუტანა - „ლიონმა“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში „ჰამბურგს“ გაუტანა და „ლიონს“ მოგებაში დაეხმარა – 4:0.
საქართველოს ნაკრების თავადმსხმელმა მცირე ტრავმის გამო ბელგიურ „მოლენბეკთან“ ტესტმატჩი გამოტოვა. ამჯერად კი თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველი ტაიმი ჩაატარა, რომელიც, შეთანხმების მიხედვით, 60-წუთიანი იყო.
გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებულმა „ჰამბურგმა“ ფრანგებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და პირველივე ტაიმში სამი გოლი გაუშვა. მიქაუტაძემ თავი 42-ე წუთზე გამოიჩინა – მალიკ ფოფანას გადაცემით ისარგებლა, მეკარეს და მცველს დაასწრო და ანგარიში 3:0 გახადა. მეორე ტაიმში ფრანგებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.
„ლიონი“ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 30 ივლისს ესპანურ „მალიორკასთან“ გამართავს.