გიორგი მიქაუტაძემ ახალი სეზონი საგოლე გადაცემით დაიწყო #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში ქართველი ლეგიონერების გუნდების დაპირისპირება გაიმართა – გიორგი გულიაშვილისა სანტანდერის „რასინგმა“ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 2:2.
გულიაშვილი ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა, მიქაუტაძე კი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„რასინგი“ 34-ე წუთისთვის 2:0 იგებდა, მაგრამ „ვილიარეალმა“ მოახერხა და პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ანგარიში გაათანაბრა – მეორე გოლი პეპემ ქართველის გადაცემით გაიტანა.