გიორგი მიქაუტაძე - ვფიქრობ, რომ პარლამენტში მოსამართლეთა შესარჩევად ჯანსაღი, გამჭვირვალე პროცესი წარიმართება
გიორგი მიქაუტაძე - ვფიქრობ, რომ პარლამენტში მოსამართლეთა შესარჩევად ჯანსაღი, გამჭვირვალე პროცესი წარიმართება

„დადებითი მოლოდინები მაქვს, სწორედ, ამიტომ ვმონაწილეობ კონკურსში“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს საბჭოში კანდიდატთა შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გიორგი მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში, კანდიდატთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და ჯანსაღად წარიმართება. ამასთან მიქაუტაძემ საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და კონკურენტებს წარმატებები უსურვა.

„მსურს დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მხარდაჭერისა და იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ასევე მინდა, მივულოცო ყველა კანდიდატს, რომელიც ნომინირებულია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად და ვუსურვო მათ წარმატებები. რაც შეეხება მოლოდინებს, მოლოდინები, ბუნებრივია, დადებითი მაქვს. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობ ამ კონკურსში. ვფიქრობ, რომ პარლამენტში ჯანსაღი, გამჭვირვალე პროცესი წარიმართება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.