გიორგი მიქაუტაძე - ვცდილობდი, ევროპის ჩემპიონატზე თამაშით სიამოვნება მიმეღო #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - ვცდილობდი, ევროპის ჩემპიონატზე თამაშით სიამოვნება მიმეღო #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „ლიონის“ მოთამაშე გახდა, კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ჩემი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან საამაყო იყო. ვცდილობდი, ამ დონის ტურნირზე თამაშით სიამოვნება მიმეღო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა, რადგან ეს ის მომენტია, რომელიც შეიძლება ბევრჯერ ვერც განიცადო.

ევრო 2024-ს მთელი მსოფლიო უყურებდა, რაც შემეძლო, გავაკეთე და ამან შედეგი მომიტანა, ამიტომ ბედნიერი ვარ. საქართველოში დაბრუნებულ ნაკრებს უამრავი ადამიანი დახვდა, ამ გახარებული ხალხის ნახვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.