გიორგი მიქაუტაძე „ოსერი“ - „ლიონის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე „ოსერი“ - „ლიონის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

„ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში „ოსერთან“ მოგებული (3:1) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დიდი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში – 54-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გამოიყენა, 84-ე წუთზე კი მისი საგოლე გადაცემით ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანა. მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

„ლიონის“ ქართველ ვარსკვლავს ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა 8.6 ქულა დაუწერა, Flashscore-მა – 8.0. ორივე ვებგვერდმა ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

გამონაკლისი ანალიტიკური პორტალი whoscored-ი აღმოჩნდა, რომელმაც მიქაუტაძეს მაღალი შეფასება (7.9 ქულა) დაუწერა, თუმცა მასზე წინ რაიან ჩერკი (8.1) დააყენა და საუკეთესოდ ის აღიარა.