გიორგი მიქაუტაძე - მიღწეული არ მაკმაყოფილებს, ყოველთვის მეტი მსურს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - მიღწეული არ მაკმაყოფილებს, ყოველთვის მეტი მსურს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძეს „სერენის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ბელგიური კლუბის 20 წლის ქართველი თავდამსხმელი მომავალ მატჩებზე ლაპარაკობს. 

„გიორგი მიქაუტაძეს ნამდვილად ძალიან კარგი სეზონი აქვს. მან უკვე გაიტანა 18 გოლი ჩვენი გუნდის მაისურით, „მეცთან“ახალი კონტრაქტი გააფორმა და ახლახანს საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, რომელიც შესარჩევ ციკლში შეხვდება შვედეთს, ესპანეთსა და საბერძნეთს.

– როგორ მოგწონს თქვენი არჩევანი?

– ვესაუბრე ნაკრების მწვრთნელს, ვილი საგნოლს, რომელმაც მირჩია, ეს შანსი დამეფასებინა. ასე რომ, მე სულაც არ გამიკვირდა ეს მიწვევა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარ სიამაყეს ვგრძნობდი. პირადადაც და ჩემი ოჯახის გამოც. ჩემი მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ, მაგრამ საქართველოში ნათესავები გვყავს. ეს მიწვევა ჯილდოდაც მივიღე და მხარდაჭერადაც.

– საფრანგეთსა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთული არ იყო – ორმაგი მოქალაქეობა გაქვთ?

– უნდა იყო რეალისტი – გავაცნობიერე შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო მთავაზობდა. შემდეგ კი მე ნამდვილად დავაფასე ვილი სანიოლის მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან საქართველოში აღარ ვყოფილვარ, ეს ქვეყანა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს არავისთვის არ არის საიდუმლო: მე ნახევარად ფრანგი ვარ, ნახევრად – ქართველი და ამით ვამაყობ. გული ორივე ქვეყნისთვის ერთნაირად მიძგერს.

– შემდეგ კვირას მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავებს შეხვდებით, როგორ გრძნობები გაქვთ?

– ჯერჯერობით, იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ტელევიზორში მინახავს, ნაკრებში კი მის წინააღმდეგ თამაში მომიწევს და ეს დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. მაგრამ მე იქ მივდივარ არა როგორც უბრალო გულშემატკივარი, არამედ როგორც კონკურენტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოსთან შესარჩევი ციკლი დავძლიოთ, რაც მიღწევა იქნება. ახლა კი ჩვენს კარებში ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა წამოვიდა.

– ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით, როგორია ამბიცია გაქვთ?

– ვიმედოვნებ, რომ გარკვეული სათამაშო დრო მექნება და გუნდის მშენებლობაში წვლილის შეტანას შევძლებ, პასებს გავაკეთებ, გოლებს გავიტან. მე თანაგუნდელებს კარგად უნდა შევუთამაშდე, მაქსიმუმი რომ გავაკეთო.

– თქვენი აზრით, კლუბმა სანაკრებო მიწვევაში რა როლი ითამაშა?

– მე კარგად ვიცი, რომ „სერენში“ ეს იჯარა ჩემთვის გადამწყვეტი იყო. აქ თავი თავიდანვე კარგად ვიგრძენი, რადგან სრული ნდობა მქონდა. მადლობა ყველას, ვინც გუნდში კარგად მიმიღო. ამ სეზონში ჩემი გამოსვლის წყალობით, „მეცმა“ახალი კონტრაქტი შემომთავაზა. ახლა გამოჩნდა არჩევანი, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა, ეს შესანიშნავია. თუმცა, მე მიღწეულით დაკმაყოფილება არ მსურს, მე ის ფეხბურთელი ვარ, ვისაც ყოველთვის მეტი სურს.

– სეზონის დასასრული როგორ წარმოგიდგენიათ?

– იმედი მაქვს, რომ მეორე ადგილის დავიკავებთ და პლეი-ოფში ბელგიის მთავარ ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლებთ. ეს მართლაც ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა. როდესაც შარშან ზაფხულს ჩამოვედი, ადგილის შენარჩუნებაზე ვფიქრობდით, მაგრამ სწრაფად მივხვდით, რომ უფრო მეტი შეგვეძლო. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, წარმოუდგენლად ერთსულოვანი, რომელსაც ჭკვიანი მწვრთნელი ავარჯიშებს. მოთამაშეებიც კი, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ, მაინც კარგად განწყობილები არიან – კარგი სეზონის გასაღები ეს უნდა გახდეს“.