გიორგი მიქაუტაძე, „მეცის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით, გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იმ ოთხ ფეხბურთელს შორის დაასახელეს, რომელთაგანაც ქომაგებს საუკეთესო უნდა გამოევლინათ.
მარტის თვის ნომინანტები იყვნენ:
იუსეფ მაზიზი (3 გოლი)
გიორგი მიქაუტაძე (2 გოლი და 2 საგოლე პასი)
ისმაელ ტრაორე (1 საგოლე პასი)
მატიე უდოლი (1 საგოლე პასი)
საბოლოოდ, გულშემატკივართა 74%-მა უპირატესობა ქართველ თავდამსხმელს მიანიჭა.
მარტში „მეცმა“ კვლავ გააგრძელა წარმატებული თამაშების სერია. გუნდმა გასვლაზე მოუგო „ანესისა“ (0:3) და „კევილი-რუენს“ (1:2), სახლში კი გათამაშების ლიდერ „ლე ავრთან“ ფრედ ითამაშა (1:1).
საერთო ჯამში, კლუბმა ზედიზედ 15 შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაატარა და კვლავ აგრძელებს ბრძოლას საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასავლელად. ამჟამად „მეცი“ მეოთხე პოზიციაზეა და მეორე ადგილზე მყოფ „ბორდოს“ ორი ქულით ჩამორჩება.