გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ თვის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ თვის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე, „მეცის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით, გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იმ ოთხ ფეხბურთელს შორის დაასახელეს, რომელთაგანაც ქომაგებს საუკეთესო უნდა გამოევლინათ.

მარტის თვის ნომინანტები იყვნენ:

იუსეფ მაზიზი (3 გოლი)

გიორგი მიქაუტაძე (2 გოლი და 2 საგოლე პასი)

ისმაელ ტრაორე (1 საგოლე პასი)

მატიე უდოლი (1 საგოლე პასი)

საბოლოოდ, გულშემატკივართა 74%-მა უპირატესობა ქართველ თავდამსხმელს მიანიჭა.

მარტში „მეცმა“ კვლავ გააგრძელა წარმატებული თამაშების სერია. გუნდმა გასვლაზე მოუგო „ანესისა“ (0:3) და „კევილი-რუენს“ (1:2), სახლში კი გათამაშების ლიდერ „ლე ავრთან“ ფრედ ითამაშა (1:1).

საერთო ჯამში, კლუბმა ზედიზედ 15 შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაატარა და კვლავ აგრძელებს ბრძოლას საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასავლელად. ამჟამად „მეცი“ მეოთხე პოზიციაზეა და მეორე ადგილზე მყოფ „ბორდოს“ ორი ქულით ჩამორჩება.