გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ მარტის საუკეთესო გოლის ნომინანტია [ვიდეო] #1TVSPORT
„ლე ავრთან“ გიორგი მიქაუტაძის გატანილი გოლი, შესაძლოა, მარტში „ლიონის“ საუკეთესოდ აღიარონ – ამის შესახებ ლიონის „ოლიმპიკის“ ოფიციალურ გვერდზე დაწყებული გამოკითხვიდან გახდა ცნობილი.
„დადგა დრო, მარტის თვის საუკეთესო გოლს მივცეთ ხმა, არჩევანი თქვენზეა. გამოკითხვის მონაწილემ შესაბამისი ნომერი კომენტარებში უნდა დაწეროს“ – წერია „ლიონის“ გავრცელებულ პოსტში, სადაც სამი ნომინანტია ჩამოთვლილი:
1. ერნესტ ნუამა – „ნიცასთან“ გატანილი გოლი
2. მალიკ ფოფანა – „ჰავრთან“
3. ჟორჟ მიქაუტაძე – „ჰავრთან“
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაში მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა და მატჩის გმირი გახდა – ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლი გაიტანა.