გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ გულშემატკივრებმა „ვილიარეალში“ ოვაციებით გააცილეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონის“ „მარსელთან“ შეხვედრას დაესწრო და გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა.
„ლიონმა“ ეს პრინციპული მატჩი ქართველი თავდამსხმელის გარეშე მოიგო (1:0), მიქაუტაძე კი კარიერას ლა ლიგის „ვილიარეალში“ განაგრძობს. მან თამაშამდე სოციალურ ქსელში „ლიონის“ სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა და მშობლიური ქალაქის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
თავის მხრივ, „ლიონის“ ფანებმა სტადიონზე მყოფ გიორგი მიქაუტაძეს ოვაციებით მადლობა გადაუხადეს – დამშვიდობება საკმაოდ ემოციური გამოდგა.
Geo Team-ის ინფორმაციით, მიქაუტაძემ „ვილიარეალთან“ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.