გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შვიდი მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო
გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შვიდი მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო

ყველა მათგანს ჰქონდა ძალიან დადებითი შეფასებები უმაღლესი ქულებით და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი შვიდი მოსამართლის უვადოდ გამწესებას.

მიქაუტაძემ კოლეგებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საბჭოს მდივანი სასამართლო სისტემის ჩაკეტილობაზე არამოსამართლე წევრების კრიტიკასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.

მისივე თქმით, სასამართლო კორპუსის მუდმივი განახლება მიმდინარეობს და შესაძლებელია ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ როგრც ახალმა კადრებმა, ასევე გამოცდილებმა.

მიქაუტაძის განცხადებით, ახალი კადრების რაოდენობა თითქმის ნახევარს უტოლდება.

„შანსები ყველას თანაბარი აქვს. შესაძლებელია იყოს შედეგი, რომ პროცენტულად სასამართლო სისტემაში ოდესმე ნამუშევარი კადრებიც იყვნენ ამ შემადგენლობაში, თუმცა მე არ ვეთანხმები. სასამართლო კორპუსის განახლება მუდმივად მიმდინარეობს. მოსამართლეები, რომლებსაც გავლილი აქვთ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, თითქმის ნახევარს უახლოვდება უკვე რიცხვი ასეთი მოსამართლეებისა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს სასამართლო კორპუსის განახლება ახალი კადრებით. შესაბამისად. ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომ სასამართლო სისტემა დახურულია. ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ გამწესდეს და დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა“,- განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული შვიდი მოსამართლე უვადოდ გაამწესა.