გიორგი მიქაუტაძე - იმედი მაქვს, ასევე განვაგრძობ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - იმედი მაქვს, ასევე განვაგრძობ [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – ფრანგური ლიგა 1-ის თავდამსხმელმა თავი რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ მოიგეს.

გიორგი მიქაუტაძემ პლოეშტის სტადიონზე გამართული შეხვედრა შეაფასა და ნაკრების გამარჯვებაზეც მოკლედ ისაუბრა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ საფრანგეთში გაზრდილმა ფეხბურთელმა ქართული იცის და კომენტარიც მშობლიურ ენაზე გააკეთა.

„ძალიან გახარებული ვარ, საქართველოს ნაკრებში პირველის გოლით და ნაკრების გამარჯვებით. იმედია, ასეც გავაგრძელებ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

20 წლის თავდამსხმელი დასრულებულ სეზონში ბელგიურ „სერენში“ თამაშობდა და ამ ქვეყნის პირველი ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. მიქაუტაძის დამსახურებით, „სერენმა“ ბელგიის მთავარ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, თავად გიორგი კი ფრანგულ „მეცს“ დაუბრუნდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლება ეკუთვნის და ახალი სეზონიდან ლიგა 1-ში ითამაშებს.

მიქაუტაძე საფრანგეთში გაზრდილია, საქართველოს ნაკრებში თამაშზე წელს დათანხმდა, როდესაც ეროვნული გუნდი ვილი სანიოლმა ჩაიბარა. მან „ჯვაროსნების“ ფორმით ორი მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი 2 ივნისს პლოეშტში რუმინეთს გაუტანა.