გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის“ მოგებაზე - ჩვენი შესანიშნავი ნაკრების გარეშე ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ძალიან ამაყი ვარ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მოხვედრით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ შესანიშნავ გუნდს (საქართველოს ნაკრებს), თქვენ გარეშე შესაძლებელი არაფერი იქნებოდა“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.
ქართველმა თავდამსხმელმა ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან.
მიქაუტაძესთან ერთად ტურნირზე სამი გოლი ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა.