გიორგი მიქაუტაძე - მე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა მოვუწოდეთ არამოსამართლე წევრებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია
გიორგი მიქაუტაძე - მე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა მოვუწოდეთ არამოსამართლე წევრებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია

მე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა მოვუწოდეთ არამოსამართლე წევრებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიცრუეა, რომ 2013 წლის შემდეგ მხოლოდ 17 ახალი მოსამართლე გამწესდა თანამდებობაზე და აღნიშნა, რომ 65 ახალი მოსამართლეა გამწესებული.

„ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით: იყო გავრცელებული საჯაროდ ერთ-ერთი არამოსამართლე წევრისგან, რომ სასამართლო კორპუსი არ განახლებულა და 2013 წლის შემდეგ მხოლოდ 17 ახალი მოსამართლე გამწესდა თანამდებობაზე. ეს არის ციფრებში გამოხატული სიცრუე. დღევანდელი მდგომარეობით, 2013 წლიდან დღემდე არის 65 ახალი მოსამართლე გამწესებული. ასე რომ, ასეთი ცრუ ინფორმაციები იწვევს ცხარე პოლემიკასა და დისკუსიას იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

ამასთნ, ცრუ ინფორმაცია იყო გავრცელებული, თითქოს საელჩოები მოგვიწოდებენ, შეჩერდეს ეს დანიშვნების პროცესი. მსგავსი ოფიციალური განცხადება არ არსებობს, ამის მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს. საუბარია რეფორმებზე და არაც და არამც რაიმე პროცესის შეჩერებაზე დანიშვნებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის ასეთი. დღევანდელი მდგომარეობით, სასამართლოს ყველაზე მთავარი პრობლემა არის საქმეთა გადატვირთულობა. ასეთ პროცესში დანიშვნების პროცესის შეჩერება გამოიწვევს იმას, რომ მოსამართლეთა რიცხვი შემცირდება, არა თუ გაიზრდება, რისთვისაც ჩვენ ვიღვწით. სასამართლო დაბრუნდება გადატვირთულობის პრობლემაში, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, არის გაუმჯობესება და წასული საქმეები კლებაშია. შესაბამისად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, რომ ისევ შეფერხდეს სასამართლო საქმიანობა, რასაც აუცილებლად გამოიწვევს დანიშვნების პროცესის შეჩერება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა სარეზერვო სია არ არსებობს.

„დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგში გვაქვს საკითხი სარეზერვო სიის შექმნის თაობაზე. ასეთი სია დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს. ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს სტარტეგიასა და სამოქმედო გეგმაში და დღეს საბჭო განიხილავს საკითხს რა ფორმით, სად და როგორ შეიძლება შევქმნათ მოსამართლეთა სარეზერვო სია. ამიტომ, სიაში არსებულ ხარვეზებზე საუბარი მაშინ, როდესაც სია არ არსებობს, დღეს უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.