გიორგი მიქაუტაძე - „ბორდოს“ მეკარემ წითელი ბარათი დაიმსახურა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერების, „მეცისა“ და „ბორდოს“ შეხვედრის შესვენებაზე „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ BeIn Sports-თან კომენტარი გააკეთა მომენტზე, როდესაც მასთან უხეშობისთვის მეტოქის მეკარე გაეტან პუსინი მოედნიდან გააძევეს.

„გუნდი კარგად უტევს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ზონებს შორის თამაში, სწრაფად გადავაადგილდეთ და გოლის გატანის შესაძლებლობა გაგვიჩნდება.

რაც შეეხება წითელ ბარათს, რომელიც პუსინიმ მიიღო, აპელირება უადგილოა, რადგან პირისპირ გავდიოდი, მცველი კი კარს ვეღარ იცავდა. მეკარე გამოვიდა და ბურთის ნაცვლად მე დამარტყა. ვფიქრობ, ეს დამსახურებული წითელი ბარათი იყო“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.