გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად საქმეთა გადატვირთულობა რჩება
გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად საქმეთა გადატვირთულობა რჩება

სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად საქმეთა გადატვირთულობა რჩება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მიქაუტაძემ სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი პროგრესის ანგარიშზეც ისაუბრა.

„სასამართლო სისტემისთვის მთავარ გამოწვევად სამწუხაროდ, ისევ რჩება საქმეთა გადატვირთულობისა და სამუშაო სივრცის ტექნიკური პრობლემები, რის მოსაგვარებლადაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის იმ პრობლემების განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც ნადვილად წარმოიშვება გადატვირთულობასთან დაკავშირებით, რაზეც აქვთ პრეტენზიები – ვადების გაჭიანურება და ასე შემდეგ.

მთავარი მიღწევა ვფიქრობ იყო ის, რომ ჩვენ უპრეცედენტო კონსესუსით მივიღეთ სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მასში ჩართულნი იყვნენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოების წინაშე იქნა განხილული და ფართო კონსენსუსით იქნა მიღებული ის სტატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაზეც დღეს ანგარიშს ვიხილავთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

სასტუმრო „რედისონში“ სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი პროგრესის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას სასამართლოსა და საპალამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.