„საქართველოში არ მოვდივარ და პოლონეთში ვრჩები, კარიერას ისევ აქ გავაგრძელებ“ – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველ არხთან გიორგი მერებაშვილმა გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, თითქოს, კარიერას ბათუმის „დონამოში“ გააგრძელებდა.
საქართველოს ნაკრების 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა არც ის დამალა, რომ პლოცკის “ვისლასთან” უახლოეს პერიოდში ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
„დღეს პოლონეთის ჩემპიონატსი მორიგი ტურის შეხვედრა გვაქვს და სავარაუდოდ, ამ მატჩის შემდეგ ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ – ალბათ, წელიწადნახევრით. ეს გადაწყვეტილება ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილითაა განპირობვებული. პოლონეთს კარგი ლიგა აქვს და აქაური მომზადებით ნაკრებში დაბრუნებას ვიმედოვნებ“ – აცხადებს გიორგი მერებაშვილი.
გამოცდილი ფეხბურთელის თქმით, ბათუმის „დინამოში“ მის გადასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ვარაუდია: „რაც შეეხება ამ ხმებს, მე ბათუმიდან არავინ დამკავშირებია. ასე რომ ჭორებია“.