გიორგი მელიქიძემ და სერგო აბრამიშვილმა „სტად ფრანსესთან“ ახალი კონტრაქტები გააფორმეს #1TVSPORT
გიორგი მელიქიძე და სერგო აბრამიშვილი პარიზში რჩებიან. „სტად ფრანსემ“ ქართველ მორაგბეებთან კონტრაქტები განაახლა, თუმცა დეტალები ოფიციალურად არ არის ცნობილი.
18 წლის სერგო აბრამიშვილს, რომელიც „სტად ფრანსეში“ გასულ წელს „ხვამლიდან“ გადავიდა, ტოპ 14-ში დებიუტი გასულ კვირას „ბორდოსოთან“ მატჩში ჰქონდა. ახალგაზრდა ქართველი მორაგბე უკვე ძირითადი გუნდის წევრი გახდა და პარიზულ კლუბში კიდევ 4 წელი დარჩება.
რაც შეეხება 26 წლის გიორგი მელიქიძეს, ფრანგულ გრანდში 2015 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურებოდა, თუმცა „სტად ფრანესეს“ ხელმძღვანეობამ მას ხელშეკრულება კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივა.