გიორგი მელია ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მეორე დღეს, ქართველმა გიორგი მელიამ (97კგ) იასპარეზა.
ჩვენი სპორტსმენი პირველ შეხვედრაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ROC-ის წარმომადგენელ მუსა ევლოევს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, მელია რეპეჟაშიდან განაგრძობს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას. ვინაიდან, ევლოევმა საკუთარი ნახევარფინალური დაპირისპირება პოლონელს მოუგო და ფინალში გავიდა, ქაჯაიას მედლის მოპოვების შანსი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია და ოქროს მედლისთვის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელ ლოპეს ნუნიესს შეხვდება. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას მელიასა და ქაჯაიას გარდა, შემდეგ დღეებში კიდევ ორი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ და ლაშა გობაძე 87 კგ.
97 კგ-ში რეპეშაჟის შეხვედრები, სადაც გიორგი მელია იასპარეზებს, ხვალ თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.