გიორგი მჭედლიშვილი - „დილასთან“ აუცილებლად მოსაგებად გავალთ #1TVSPORT
„სამტრედია“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში გორის „დილასთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება. გუნდის ახალწვეული, გიორგი მჭედლიშვილი იმედიანადაა:
„ბოლო ტურში „თელავთან“ გოლი ბოლო წუთზე გავუშვით. იყო პატარ შეცდომები, მაგრამ როცა გოლს ბოლო წუთზე უშვებ, ამის მთავარი პრობლემა კონცენტრაციის ნაკლებობაა, რაც აღარ უნდა განმეორდეს. „დილასთან“ შინ ვთამაშობთ და მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ“.
მჭედლიშვილი „სამტრედიაში“ საჩემპიონო სეზონში თამაშობდა. შემდეგ ხორვატიაში წავიდა, მერე იყო ლატვიური კლუბი, საქართველოში კი წელს წყალტუბოს „სამგურალში“ დაბრუნდა, მაგრამ სოსო ფრუიძის მისვლის შემდეგ შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და გუნდი დატოვა.
28 წლის მარჯვენა მცველმა „სამტრედიაში“ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „თელავის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ „სამტრედია“ 10 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.
„სამტრედია“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩს გორის „დილასთან“ დღეს, 27 ივნისს გამართავს. „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.