გიორგი მჭედლიძე - „ტორპედომ“ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა კარგად გამოვიყენეთ და კონკურენცია გავზარდეთ #1TVSPORT
გიორგი მჭედლიძე - „ტორპედომ“ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა კარგად გამოვიყენეთ და კონკურენცია გავზარდეთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მჭედლიძემ საზაფხულო ტრანსფერები შეაფასა და კმაყოფილება გამოხატა, რომ გუნდში კონკურენცია გაიზარდა.

„ჩემი აზრით, კლუბმა სატრანსფერო „ფანჯარა“ კარგად გამოვიყენეთ და კონკურენცია გავზარდეთ. მადლობა მთავარ მწვრთნელს და სპორტულ დირტექტორს, რომლებაც კარგად იმუშავეს და ბოლო მომენტში პორტუგალიიდან მცველი პედრო მონტეირო ჩამოიყვანეს. მათ ამისთვის მადლობას ვუხდი. ვინც დავიმატეთ, ყველას იმედი გვაქვს. ვისურვებდი, რომ დავდოთ ის შედეგი, რასაც გუნდისგან მოველით“, – ამბობს გიორგი მჭედლიძე.

„ტორპედოში“ ჩარიცხვის შემდეგ პირველი კომენტარი პედრო მონტეირომ გააკეთა – ქუთაისელთა პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა საქართველოში თამაში გამოწვევად შეაფასა.

„დავთანხმდი ამ გამოწვევას. იმედი მაქვს, რომ გუნდს დავეხმარები და მოვიპოვებთ მეტ გამარჯვებებს და ქულებს. აქ ყოფნა მიხარია. ახლა მთლიანად გადართული ვარ ვარჯიშებზე, რომ „ტორპედოს“ დავეხმარო“, – განაცხადა პედრო მონტეირომ.