გიორგი მარგველაშვილი - ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო, არც აციეს, არც აცხელეს და ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია
გიორგი მარგველაშვილი - ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო, არც აციეს, არც აცხელეს და ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.

მარგველაშვილის თქმით, გიორგი გახარიას მისია „ქართული ოცნება“ ორის შექმნაა.

„ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რათ შეასრულოს ეს მისია. მისია, თითქოს შექმნან „ქართული ოცნება“ ორი. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს დავალებას, რომელსაც აქედან გავცემთ. „ქართული ოცნება“ ორის დამფუძნებელი ვიქნები თუ არა, ამას მეკითხებით? არა. არ ვიქნები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ“, – აღნიშნა გახარიამ.