გიორგი მარგველაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიესალმება.

„მივესალმები ევროპარლამენტის რეზოლუციას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“. საქართველო მადლობელია ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერით “, – წერს „ტვიტერზე“ გიორგი მარგველაშვილი.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ 14 ივნისს მიიღო.