გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, ევროპარლამენტის რეზოლუცია თავის სახელს დაარქმევს მოვლენებს, რომელსაც საქართველოს მიმართ ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს
გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, ევროპარლამენტის რეზოლუცია თავის სახელს დაარქმევს მოვლენებს, რომელსაც საქართველოს მიმართ ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს

დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტის რეზოლუცია იქნება ტონის მიმცემი მომავალში ოკუპაციის მხრივ არსებული პრობლემების გადაწყვეტის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე განაცხადა, რომელსაც დღეს კენჭი უნდა ეყაროს.

ის ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიებს მიესალმება.

„მინდა მივესალმო იმ ინტენსიურ დისკუსიებს, რომლებიც მიმდინარეობს ახლა ევროპის პარლამენტში, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემის ირგვლივ. ესაა ათი წელი საქართველოს ოკუპაციისა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია რომელიც იქნება მიღებული და იმედი მაქვს, თავის სახელს დაარქმევს ბევრ იმ მოვლენას, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს, იქნება ბევრი თვალსაზრისით ტონის მიმცემი მომავალში ამ პრობლემის გადაწყვეტის კუთხით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, დღეს უყრიან კენჭს.  ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

 

დატოვე კომენტარი